„მე ასე არ მითქვამს“ – მამა კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას უარყოფს

დავით გარეჯის მონასტერში მსახური სასულიერო პირი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან პროკურატურას დანაშაულის ჩადენის მოტივაცია დაუსახელა.

„მე ასე არ მითქვამს. როცა მკითხეს, რა უნდა ყოფილიყო მოტივაცია, მე ასე ვუთხარ გამოძიებას:  ვუთხარი, რომ არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მგონია ან ფინანსური ან პოლიტიკური-მეთქი. ამის იქით არ წავსულვარ, არც უმაღლესი პირები მიხსენებია და არც დაბალი პირები. მე ვამბობ, რომ ბუნებაში სხვა მოტივი არ არსებობს – ან ფინანსურია, ან პოლიტიკური“ – განმარტავს მამა კირიონი.

რაც შეეხება გავრცელებულ ამონარიდს მამა კირიონის ჩვენებიდან, ვკითხულობთ: „ხდებოდა პოზიციების დათმობა ან ფინანსური ინტერესების გამო, ან დირექტივა მოდიოდა ხელისუფლებს უმაღლესი პირებიდან.“  

შეგახსენებთ, რომ საუბარია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, რომლებსაც პროკურატურამ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალი წაუყენა.  

მსგავსი თემები