“თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია დიდხანს გასტანს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დაძლევა სწრაფად შეიძლება, თუ ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად გამოიყენებენ.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება არ მოხდება, პანდემია ძალიან დიდხანს იარსებებს.

„თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად გამოვიყენებთ, მალე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია ჩვენთან ძალიან დიდხანს შეიძლება დარჩეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი თემები