კიდევ ერთი კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას აღენიშნებოდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აუღეს ნიმუში „პისიარ“ კვლევისთვის, დადასტურდა „კოვიდ-19“. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა 11 ოქტომბერს“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარაში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების სულ ოთხი ფაქტი დაფიქსირდა.

მსგავსი თემები