საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში – 178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქედან, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 29 კი სიპაპრეჟიმზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან რვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, ერთი კი ცხინვალიდან.

მსგავსი თემები