ბიზნესმენი ლევან ვასაძეს პრეზიდენტობას სთავაზობენ

საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის შესაძლოა, ბიზნესმენი ლევან ვასაძეც აღმოჩნდეს. თავად ბიზნესმენს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის მიღებული არ აქვს თუმცა, მისი გარემოცვა ფიქრობს, რომ მას დაითანხმებს.

თანხმობის შემთხვევაში, ლევან ვასაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად არტია “თავისუფალი საქართველო” წარადგენს. პოლიტიკურმა სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დაარეგისტრირა.

თუ „თავისუფალი საქართველოს“ წევრები ვასაძის  დათანხმებას ვერ მოახერხებენ, პარტიის სახელით, პრეზიდენტობისთვის  თავად პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა იბრძოლებს.

“ლევან ვასაძე  დათანხმდება თუ არა, რამდენიმე დღეში გვეცოდინება.  იდეალური იქნებოდა, რომ სწორე ლევან ვასაძე ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ,  თუ არ დათანხმდა, თავად მივიღებ მონაწილეობას“, – განუცხადა კუკავამ „მთავარს“.

„მთავარმა“ აღნიშნული ინფორმაცია ლევან ვასაძის მეგობართან, თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრთან სოსო  მანჯავიძესთან გადაამოწმა, რომელმაც გვითხრა, რომ ლევან ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

მსგავსი თემები