სახალხო დამცველი დავით გარეჯის თემაზე დაკავებულების საქმეში ერთვება

საქართველოს სახალხო დამცველი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების საქმეში ერთვება და როგორც ბრალდების ნაწილს, ისე არსებულ დარღვევებს შეისწავლის.

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, პროკურატურიდან ყველა ინფორმაციას გამოითხოვს.

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სს დევნის საქმეს შეისწავლის. შესწავლის პროცესში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან.

სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი. საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა“ – აცხადებს სახალხო დამცველი.    

მსგავსი თემები