“წესები გვჭირდება იმისთვის, რომ არ დავხუროთ ეკონომიკა, განათლება, პოლიტიკური პროცესი” – გიორგი გახარია

ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად, თუმცა ეს ცხოვრება უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით, ეს წესები შესასრულებლად ძალიან მარტივია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, განათლება, პოლიტიკური პროცესი, ამისთვის გვჭირდება ამ წესების დაცვა.

ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ წყნარად, მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები