სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვინც კორონავირუსის მართვაში იყო ჩართული ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდება

კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან „კოვიდის“ მართვის პროცესში, მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომელიც მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები