“კოვიდვაქცინა” წლის ბოლოსთვის მზად იქნება – ჯანმოს მიმართვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „კოვიდვაქცინა,“ დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის მზად იქნება.    

„ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა  წლის ბოლოს გვექნება, ამის დიდი მოლოდინი არსებობს“,- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ჯანმო ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებსა და მისი მომლოდინეებსაც მიმართავს და ურჩევს, რომ ვაქცინები ყველა ქვეყანამ თანაბარი რაოდენობით მიიღონ.

„მივმართავ ყველას, ვაქცინა თანაბარი რაოდენობით გაინაწილონ, რომ ყველას შეხვდეს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად”, – აცხადებენ ჯანმოში.

მსგავსი თემები