ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ჯანდაცვის სამინისტრო“ ავრცელებს.

კორონავირუსზე ტესტირება 247 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 134 ადამიანი მკურნალობს, მათგან 127-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 868 შემთხვევაა დადასტურებული, 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები