“საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს დღეისთვის, ყევლაზე იმედისმომცემ ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს” – თენგიზ ცერცვაძე

“2-3 კვირაში საქართველო, დიდი ალბათობით მიიღებს დღეისთვის, ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში საქართველო იქნება, ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის, ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს „კოვიდს“, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად, იმდენად, რომ ამერიკაში ჯერ არ უწარმოებიათ ეს მედიკამენტი საკმარისი რაოდენობით და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა ის. ევროპის ქვეყნებიდან ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. 2-3 კვირაში, დიდი ალბათობით შემოვა საქართველოში ეს წამალი, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას, რაც ისედაც მცირეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები