„დედამ ნიკაპშიც კი გაარტყა, იმიტომ რომ ის უზრდელობდა“ – მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„იმედია, სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. როცა მტკიცებულებები არ არსებობს უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის მიმართ დამდგარ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მოსიაშვილის ინფორმაციით გარდაცვლილი ლუკა სირაძე თავისივე ოჯახიდან იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ.

„ჩვენ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, სასამართლომ იმოქმედა არა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, არამედ იმ განცდებით და შთაგონებით, რასაც ჰქვია საზოგადოების დაკვეთა.ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდა გარდაცვლილი პირის დისკრედიტაცია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იცოდეს საზოგადოებამ რა გამოიკვეთა საქმის წარმოების დროს.

ლუკა სირაძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და საკუთარი ძმა ეჩხუბა, რომ მისი გაკეთებული იყო და უნდა ეღიარებინა, მის დედასაც გარკვეული კონფლიქტი მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში. თავად დედას გარდაცვლილ პირთან ჰქონდა დაძაბული კონფლიქტური ურთიერთობა, დედამ ნიკაპშიც კი გაარტყა იმიტომ რომ ის უზრდელობდა, დედის მხრიდან დისკრედიტაცია ხშირად ხდებოდა მასა არაერთხელ უთქვამს, რომ ერთი შვილით იყო კმაყოფილი და მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე იყო ადამიანი, ვინ მაც სულ პრობლემებს უქმნიდა.

საქმის მასალებში არც ერთი მტკიცებულება მარიანა ჩოლოიანის უკანონო მოქმედებას არ ასახავს. სასამართლომ მხოლოდ დაზარალებული დედის ჩვენება გამოიყენა მარიანა ჩოლოიანის ბრალის დასამძიმებლად. დაპირისპირების ფორმატში ჩოლოიანი გამართლდა, დედის ჩვენებით დასტურდება მხოლოდ აღნიშნული,რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან, იგივე შანტაჟთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს,“ – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები