„ლუკა სირაძე, ვარდნის დროს, იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ“ – გაგი მოსიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„მოიკლა თავი თუ გადმოვარდა ესაა კითხვაა, რომელზეც დღეს პასუხი არავის აქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში, გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მოსიაშვილი აცხადებს, რომ ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მხოლოდ დაზარალებული დედის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

მოსიაშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არ მტკიცდება, ის, რომ ლუკა სირაძემ თავი მოიკლა:

„ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ უფრო არის თავისუფალი  ვარდნა, ანუ გადმოვარდნა და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა არასწორია, ზეწოლა თურმე განხორციელდა პოლიციაში, არცერთი მოწმე არ საუბრობს ამაზე, მხოლოდ დედის ჩვენება იქნა ამისთვის გამოყენებული, სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად, ასე უაპელაციოდ მხოლოდ დაზარალებული, დაინტერესებული დედის ჩვენებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის უსამართლობა.

დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ვარდნის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ,“ – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები