საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა – StopCov-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 58-ს შეადგენს.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 268 ადამიანი განიკურნა. 

მსგავსი თემები