საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდა

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდა.

82 წლის ქალი კლინიკაში 15 სექტემბერს, მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კორონავირუსით შეიყვანეს.

„პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა,” – ამბობს სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი.

სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია 36-ე გარდაცვლილის შესახებ.

მსგავსი თემები