დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს სანქციები დაუწესესა

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის უფროს შვილსა და ბელარუსის მთავრობის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

სანქციები დიდ ბრიტანეთსა და კანადაში შესვლაზე აკრძალვასა და ანგარიშების გაყინვას მოიცავენ.

„დღეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მკაფიო მესიჯი გააჟღერეს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებით. ჩენ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

მსგავსი თემები