„გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა“ – დავით ჭიჭინაძე

„ჩვენი მთავრობა თვითონ ისე არის გაუფასურებული, რომ ქვეყნის ვალუტაც, რომელიც მის პოლიტიკას განაგებს ამ ქვეყანაში, გაუფასურებულია“, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არასწორი პოლიტიკაა:

„სინამდვილეში კი მთავარი გაუფასურების მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ფულის დარიგების და სუბსიდირების პოლიტიკა და არა სამუშაო ადგილების შექმნის და შენარჩუნების პოლიტიკა.

მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე და გადავიდა უბრალოდ ფულის დარიგების მექანიზმზე, ფიქრობენ ეხლა რომელ ფენებს დაურიგონ ფული, რომ საარჩევნოდ მათი ხმები მოიპოვონ.

ის, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება გამოდის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვერ ართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს თავს და ზოგადად მთელი მათი ქმედება მიმართულია შემოსული დახმარებების მოპარვაზე, როგორ მოიპარონ, როგორ მოიფიქრონ ისეთი სქემა, რომ ეს ფული მოხვდეს მათ ჯიბეებში.

თუნდაც ყურძნის თემა.  რთველი მიმდინარეობს და იქაც ეს სუბსიდირებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დიდ კომპანიებზე, იმის მაგივრად რომ პატარა კომპანიები წაეხალისებინათ და   სამუშაო ადგილების შექმნისთვის შეეწყოთ ხელი. 

მაგრამ,  ბიძინა ივანიშვილის ძმის ინტერესია სპირტის ბიზნესი, ამიტომ, ვინც სპირტს აწარმოებს დიდი მოცულობით, იმ ქარხნებს უსუბსიდირებენ.

ანუ,  ეს არის ის რაც მუდმივად ხდება ამ ქვეყანაში – შემოსული ფული  ისევ მათ ჯიბეებში მიდის.“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები