კორონავირუსის გავრცელების გამო ხობის რაიონში საჯარო სკოლა დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ხობში სოფლის საჯარო სკოლა დაიხურა. არსებული ინფორმაციით, ინფექცია სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძიებულია 100-მდე კონტაქტი, მათ შორის მასწავლებლები და მოსწავლეები და ყველა მათგანზე თვითიზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. 

მძღოლს “კოვიდ-19” გეგმიური შემოწმების დროს დაუდასტურდა. მისი კონტაქტების ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები