“შაჰიდის ქამარს არ მოიხსნიდა და ისე არ შევარდებოდა პროკურატურაში” – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე (ვიდეო)

„ამ წუთას ბატონი დავითი, ისევე იყენებს დუმილის უფლებას, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცი“,- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, დაკავებულ დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა, ნოდარ მესხმა განაცხადა.

ადვოკატისთვის გაუგებარია რატომ დაინახა ბრალდების მხარემ მიმალვის საფრთხე, იგი ასევე აღნიშნავს, რომ ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

“შაჰიდის ქამარს არ მოიხსნიდა და ისე არ შევარდებოდა პროკურატურაში, ამიტომ გაუგებარია სად იყო მისი მიმალვის საფრთხე. დავითი სისტემატიურად გადიოდა ქვეყნიდან, თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუნდაც მისი ოფიციალური განცხადება, რომ „მივდივარ მივლინებაში“ – არანაირად არ უნდა შეფასებულიყო საფრთხედ, ადამიანი მტკიცებულებების მოპოვებას აპირებდა და რატომ დაიმალებოდა, ის არ განმარტავს თუ რატომ იყენებს დუმილის უფლებას.

მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ის ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანია, მას აქვს ფილტვის პრობლემა, აქვს სუნთქვის და ჰაერის უკმარისობა.

 ჩვენ კომპეტენტურ დაწესებულებას მივმართავ მისი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, რამდენჯერაც შევხვდი, ვნახე, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.“ – განაცხადა მესხმა „მედიაცენტრ მთავარში“, ადვოკატი ასევე, განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შვილს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს:

„მისი შვილი მომხდარში არსად ფიგურირებს, რა ინფორმაციაც არის გავრცელებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდების მხარე, მასაც წაუყენებდა ბრალს.“, – განაცხადა ნოდარ მესხმა „მდიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები