„ორივე კლინიკამ უნდა გასცეს ოჯახს პასუხი“ – ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ოჯახის მოთხოვნა არის დამნაშავის დასჯა, თუ ეს დამნაშავე გამოვლინდება. ასევე გაგვცეს პასუხი იმ ორმა კლინიკამ, სადაც ბავშვი მკურნალობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გორში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი, ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა განაცხადა.

თედლიაშვილის განმარტებით, „ჯერარსის“ და „ნიუჰოსპიტალის“ მიმართ საქმე აღძრულია. ოჯახი კლინიკებისგან პასუხს ელოდება:

„თარაშ კანდელაკის ადვოკატმა განაცხადა, რომ ერეკლე გამოჯანმრთელდა და სარეაბილიტაციოდ გადაიყვანეს, ამის შემდეგ დაგვაინტერესედა, როგორ შეიძლებოდა ჯანმრთელი ბავშვი დამძიმებულიყო „ნიუჰოსპიტალში“,  თუმცა სამდღიანი შუალედი ერეკლეს გაწერის ხომ არ იყო წინაპირობა იმის, რომ ადვოკატს ეს განცხადება გაეკეთებინა, როგოც ჩემთვის ცნობილია, ოჯახის წევრებს „ჯერარსი“ პასუხობს, რომ ერეკლეს მდგომარეობა გამოწვეული იყო მისი თავის ტვინის დაზიანებით და ეს ორი კლინიკა ვალდებულია ოჯახს გასცეს პასუხი.

თუ ბავშვი არ იყო სარეაბილიტაციოდ მზად, რატომ მოხდა მისი გადაყვანა „ნიუჰოსპიტალში“,  ასევე რატომ მიიღო „ნიუჰოსპიტალმა“ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერეკლე. იგი  დამოუკიდებლად ვერ იკვებებოდა და ცნობიერება არ მოსვლია.  

ოჯახის მოთხოვნა არის დამნაშავის დასჯა, თუ ეს დამნაშავე გამოვლინდება და ასევე გვაინტერესებს გამოიკვეთება თუ არა კლინიკების ბრალეულობა, ამ ორმა კლინიკამ უნდა გასცეს ოჯახს პასუხი,“ – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ახალგაზრდა, მომხდარიდან სამ თვეში გარდაიცვალა.

“მდიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები