ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი კლინიკების დასკვნას ელოდება

„საინტერესოა სიკვდილი რამ გამოიწვია მიყენებულმა დაზიანებამ თუ შემდგომმა გართულებებმა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ გორში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი ახლაგზრდის, ერეკლე თადლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა.

თამარ თედლიაშვილი აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი საქმეა აღძრული, აქედან ერთს გორის სასამართლო განიხილავს, ხოლო მეორე საქმე უშუალოდ გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე მიმდინარეობს.

თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ თარაშ კანდელაკის ადვოკატის ინფორმაციით გარდაცვალებას, ტარასის მიერ მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა:

“როგორც თარაშ კანდელაკის ადვოკატმა განაცხადა, ერეკლეს გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა მიყენებული დაზიანებები, ვინაიდან „ჯერარსმა“ გამოჯანმრთელებული გაუშვა რეაბილიტაციაზე , ჩვენ გვაქვს შეკითხვა თუ არ იყო სარეაბილატაციო და იყო მძიმე, რატომ გადაწყვიტა “ჯერარსმა”, რომ გაეგზავნათ „ნიუ ჰოსპიტალში“. ის, რომ დაზიანებები მიაყენა თარაშმა ოჯახი ამას ეჭვქვეშ არ აყენებს, თორემ გარდაცვალება რამ გამოიწვია ამის შესახებ, თარაშ კანდელაკის მხარე აყენებს სამედიცინო პერსონალის საკითხს და ჩვენც შესაბამისად გვაინტერესებს, რამ გამოიწვია გარდაცვალება.

არც იმას აყენებს ოჯახი ეჭვქვეშ, რომ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა, უბრალოდ, როცა თარაშ კანდელაკის მხარე აცხადებს თუ არ იყო გამოჯანმრთელებული რატომ მიიღო „ნიუ ჰოსპიტალმა, ორივე კლინიკას მოუწვს დასკვნის დადება.“ – განაცხადა თამარ  თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები