კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 32 ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2 054-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5 637 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

მსგავსი თემები