სასწავლო პროცესი ოზურგეთშიც შეწყდა და დისტანციურზე გადავიდა

„კორონავირუსის“ ახალი შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ოზურგეთში სასწავლო პროცესი სკოლებიდან სახლში ინაცვლებს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა გააკეთა და შემთხვევების მატებაზე ისაუბრა.

„16 დადასტურებული შემთხვევიდან, 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული “კოვიდ 19”, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილები არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი თემები