„დასადგენია რამ გამოიწვია გარდაცვალება – მიყენებულმა დაზიანებებმა თუ ექიმების არაკომპეტენტურობამ“ – ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავართან”

გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.

როგორც გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მიზეზი დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა, რასაც, როგორც ადვოკატი ამბობს დაზარალებულის მხარეც იზიარებს:

„დღეს არსებითი სხდომა დაიწყო, რომელიც გადაიდო იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, ბრალდებული სასამართლო პროცესებს დაესწროს ფიზიკურად, უშუალო კონტაქტი ჰქონდეს თავის ადვოკატებთან, ვინაიდან, დისტანციურად ვერ ხერდხება კონფიდენციალურობის დაცვა ადვოკატსა და დაცვის ქვეშ მყოფს შორის. მე ამას ვეთანხმები, არის გამონაკლისი შემთხვევები. ამ დროს, ბრალდებული უნდა იყოს თანახმა პირადპირ კონტაქტზე, ეს საკითხი ძირითადად სასჯელაღსრულებას ეხება. პანდემიაა და პენიტენციალურმა სამსახურმა უნდა მოახერხოს ამის უზრუნველყოფა,“ – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე კვალიფიციურ მოსამართლეს აქვს და მის კომპეტენციას ენდობა:

„აბსოლიტურად ვენდობი მოსამართლეს, მის კომპეტენციასაც და სამართლიანობასაც. ვენდობი სასამართლოს და ზუსტად ვიცი, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, პროკურატურა მოახერხებს უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინოს. ნამდვილად ვიცი, რომ სასამართლოს არ გაუჭირდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა,“ – აცხადებს თელდიაშვილი “მედიაცენტრ მთავართან”.

მისვე თქმით, მომხდარზე აღძრულია მეორე საქმე, რის მიხედვითაც ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს.

როგორც ადვოკატი ამბობს, დასაზუსტებელია, რამ გამოიწვია ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი, მიყენებულმა ზიანმა თუ ექიმების დაუდევრობამ:

„გარდაცვალების ფაქტზე არის კიდევ აღძრული მეორე საქმე, საიდანაც დადგინდება გარდაცვალება რამ გამოიწვია, მიყენებულმა დაზიანებებმა თუ ექიმების არაკომპეტენტურობამ, საქმე უკვე იყო სასამართლოში იყო, როდესაც ერეკლე გარდაიცვალა და ბრალი ვერ დამძიმდებოდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგინდეს სიმართლე. ამისთვის კი სწორად ნამუშევარი უნდა ჰქონდეს პროკურატურას და დაცვის მხარეს. იმიტომ ვესწრები პროცესებს, რომ თავად დავრწუმიუდე რამდენად მყარი მტკიცებულებები წარმადგინა ამა თუ იმ მხარემ,“ – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან “ჟოზეფში” ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხვეულის დაზიანებები მიიღო.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გორის სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც არის 117 – მუხლის პირველი ნაწილი, რაც არის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

მსგავსი თემები