მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღეს უნდა გადაწყდეს, აირჩევს თუ არა ხუთიდან სამი სრულწლოვანი ბრალდებული მათი საქმის ნაფიც მსაჯულების პირობებში განხილვას.

არასრულწლოვნების შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვას.

დღესვე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გადაწყვეტს, განიხილონ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა. თუმცა თავად ადვოკატი მას ამას არ ურჩევს და შესთავაზებს საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემას.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მყარი მტკიცებულებები და შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენი დადგება.

მსგავსი თემები