ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.