სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება – ნატო

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც უკვე ემსხვერპლნენ მოქალაქეები.

„ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას “, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

მსგავსი თემები