ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის კარავი განთავსდა

ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის პირველი კარავი უკვე დადგეს. მგზავრებს თერმოსკრინინგს სამართალდამცველები ქალაქის შესასვლელთან უტარებენ, ხოლო მათ, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდება, კარავში შეჰყავთ და სპეციალისტები მონაცემებს იწერენ.

“მაღალ ცხელებას, 38 და მეტი, ამ შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება ცხელების ცერტრში საგანგენო სამსახურის მიერ“ – ამის შესახებ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„თუკი ცხელება იქნება დაბალი, იგი რამდენჯერმე გადამოწმდება. პირს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, სადაც აღებული იქნება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ნიმუში და „პისიარ“ ტესტირების შედეგის მოხედვით მას  ჩვეულებრივად, საკარანტინო სივრცის დატოვების საშუალება მიეცემა. რაც შეეხება მაღალ ცხელებას, 38 და მეტი, ამ შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება ცხელების ცერტრში საგანგენო სამსახურის მიერ“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მსგავსი თემები