რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაწყო

  •  

რაგბის კავშირში მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირში დღეს სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა განუცხადა, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი თემები