“აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში. 

ტიკარაძის ინფორმაციით, აჭარაში მობილიზებულია 400-მდე საწოლი.

“აჭარაში მობილიზებული არის, დღესდღეობით, 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომელთაც არ გააჩნიათ სიმპტომები, ისინი მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, რომელშიც ასევე არიან განთავსებული სამედიცინო პერსონალი და მათთან განოხრციელდება მუდმივი მონიტორინგი.

იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებაზე და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მსგავსი თემები