“პრემიერის დავალებით ბათუმში ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ამირან გამყრელიძე იმყოფებიან” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ამირან გამყრელიძე.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის  მიზნით იმყოფებიან.

“იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები