„თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?!“ – დავით ჭიჭინაძე

„ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება, მაგრამ „ვიღაცეებს“ მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და  უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბნუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე საბანკო ვალდებულებებზე საუბრობს და თვლის, რომ ბანკები საზოგადოებას წნეხის ქვეშ აქცევენ, იმ დროს, როცა ვირუსის გამო ბევრი ადამიანი უმოქმედოდ დარჩა:

აბა  როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ.

ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ,  თუ ვირუსია მას სიმპტომიც აქვს, როგორც სხვა ვირუსებს.

ამათმა კი,  ექიმები კომერსანტებად აქციეს, საავადმყოფოები მარტო მომსახურებს სფეროდ  და არა  ინფრასტრუქტურის ნაწილად;

განათლების სფეროც  ბოლომდე დაანგრიეს  და ფსიხოზამდე მიიყვანეს ბავშვები;

 მცირე სასტუმროების, კაფე-ბარებს, რესტორნებს მეპატრონეებს კი  იეს აუბედურებენ,  არავის აინტერესებს ვინ  აუნაზღაურებს ამ ადამიანებს ამხელა დანაკარგს.

21 მარტს მხოლოდ მე ვითხოვდი, ეკონომიკა არ ჩაეკეტათ და ახლაც ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილია, როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილი, ეს ადამიანები საბანკო პროცენტებისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ!

არც ეკუთვნით იურიდიულად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის, თუ ზარალობს ხალხი, ინდა იზარალოს ბანკმაც“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები