ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვიდან სრულად მოხსნილია

ბერლინის საავადმყოფოში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ექიმების თქმით, ალექსეი ნავალნის უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად წამოდგეს ლოგინიდან. როგორც „ბიბისი“ წერს, ბერლინის კლინიკაში ასევე აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი სრულად გათიშულია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოიწამლა. თავდაპირველად ის ომსკის საავადმყოფოში, შემდეგ კი, ახლობლების თხოვნით, ბერლინში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები