„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და სრულ კარანტინს არ ვაპირებთ“ – ნათია მეზვრიშვილი

  •  

საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი პანდემიისთვის გაცილებით მომზადებულია, ვიდრე ადრე.

„ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა და შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. ფაქტიურად, ჩვენ ეს შევძელით.  სისტემა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მომზადებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს როგორიც ჩვენ მივიღეთ და ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანიტარული დანაკარგების წინაშე დადგნენ, ასევე,   ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების წინაშე. ამით აიხსენება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის.  დღეს, სახელმწიფო სექტორი არის კიდევ უფრო მეტად მომზადებული. ჰოსპიტალური სექტორი არის გაცილებით მომზადებული. სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.  

მსგავსი თემები