საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

“უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინავიო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი შევიკავოთ მაქსიმალურად არასაჭირო თავშეყრებში მონაწილეობისგან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

“დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორები არის უფრო მეტად მომზადებული, რის გამოც თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირე” – განაცხადა მეზვრიშვილი

მსგავსი თემები