გალში კორონავირუსი კიდევ ხუთს დაუდასტურდა

საბერიოს ე.წ კლასტერი 5 კოვიდინფიცირებულით გაიზარდა.

გასული დღეღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსზე ტესტირება 165 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან 25 ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან იყო. 5 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ფოთის მკვიდრს, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. უკვე მოძიებულია მისი 32 კონტაქტი, ყველა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

მსგავსი თემები