ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გადაწყვეტილი აქვთ უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ ასახელებს

„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტმა დაასახელა კონკრეტული პარტია.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ამ 27 პროცენტიდან გამოკითხულთა 17 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხუთი პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც აუცილებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას (73 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს 21 პროცენტი, „ენმ“-ს ოთხი პროცენტი.

კვლევის თანახმად, ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გადაწყვეტილი აქვთ, თუ ვის მისცემენ ხმას (32 პროცენტი) უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ ასახელებს (41 პროცენტი), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი რვა პროცენტი მისცემდა ხმას.

„ენდიაიმ“ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

მსგავსი თემები