ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 150 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 16 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 656 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 186 პაციენტი, გარდაიცვალა ექვსი.

მსგავსი თემები