თემქაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა

თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის დროს ლიფტში 6 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

„მსუბუქი დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ამ დროისთვის ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.

მსგავსი თემები