“მეზობელი ქვეყნებიდან კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები ჩამოვლენ და ნარკოტიკების ცენტრი შეიქმნება“

„მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას – მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების“, – აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას და ხელისუფლებას მოუწოდა გაუფრთსილდეს სამშობლოს.

„მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“ , – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

ილია  მეორემ მრევლსაც მიმართა და სთხოვა, ბიბლიიდან ყოველ დღე   „სიბრძნე სოლომონიდან“ ან „ეკლესიასტედან“ თითო თავი წაიკითხონ.

მსგავსი თემები