ზუგდიდში გამოკვლეული 357 ნიმუშიდან, 8 დადებითია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული 357 ნიმუშიდან, 8 დადებითია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, 8 კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლივანია.

მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად, 7 სექტემბერს, ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი იმყოფებოდნენ ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში. ბავშვის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება დანარჩენ 7 შემთხვევას, ისინი ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი კი მათი კონტაქტებია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად, 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.

მსგავსი თემები