გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

როგორც პარტიაში ამბობენ, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, -აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი თემები