კახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები