„როტორის“ ორ ქართველ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა ვოლგოგრადის „როტორსა“ და „კრასნოდარს” შორის, შესაძლოა, არ გაიმართოს – ვოლგოგრადელთა 7 მოთამაშეს, მათ შორის ორ ქართველს, კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონი“ ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ ბოლო ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხი „როტორის“ ძირითადი შემადგენლობის შვიდ მოთამაშესა და ადმინისტრაციული შტაბის ორ წევრს აღმოაჩნდა – მათ შორის არიან ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.

„როტორში“ კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის პრემიერლიგის პრესსამსახურმა გააკეთა.

„ის მოთამაშეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუფიქსირდათ, იზოლირებულნი არიან გუნდისგან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. კლუბმა ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის სამსახურებსა და პრემიერლიგის ხელმძღვანელობას, ასევე გაატარა აუცილებელი პრევენციული ზომები. ამჟამად, როსპოტრებნადზორის ადგილობრივი ფილიალი აწარმოებს გამოძიებას, რის შემდეგაც განისაზღვრება საკონტაქტო ჯგუფი და მიიღება გადაწყვეტილება „როტორის“ მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში „კრასნოდარის“ წინააღმდეგ”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები