100 წლის გალინა ზაქრაძეს ქალაქის მერმა საჩუქრად 500 ლარი გადასცა 

100 წლის გალინა ზაქრაძეს იუბილე დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მერის მოადგილე დავით ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საუკუნოვანი თარიღის აღსანიშნავად, იუბილარმა ქალაქის მერისგან ერთჯერადი დახმარების სახით, 500 ლარი მიიღო.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს, გალინა ბაქრაძე უკვე 2 წელია სათნოების სახლში ცხოვრობს. ის ერთ–ერთია 100 წელს მიღწეულ სამტრედიელთა შორის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებოდ არ ტოვებს.

მერიის წარმომადგენლებმა იუბილარს ტორტით და ყვავილები მიართვეს.

მსგავსი თემები