“მინდა, დამსაქმებლებს მოვუწოდო, მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ, იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე” – გიორგი გახარია

მინდა, დამსაქმებლებს მოვუწოდო, მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და თითოეულ თანამშრომელზე იზრუნონ, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის მართვის და რისკების შემცირების კუთხით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესი მაგალითი უნდა იყოს, როგორც აქამდე. გახარიას განცხადებით, ეს მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი, ვისაც ქვეყნის ხვალინდელი დღე აწუხებს.

„სახელმწიფოს მხრიდან კონტროლიიქნება გამკაცრებული, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მთავრობის მიერაა დაწესებული, სრულად იყოს შესრულებული. საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის თითოეული ჩვენგანის ძირითადი მიზანი და რა თქმა უნდა, ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად. როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით – მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები