თბილისში კიდევ ერთი სკვერი განახლდა, რისთვისაც 180 000 ლარი დაიხარჯა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.  მოეწყო განათების სისტემა, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანების ზოლებში კი, რულონური ბალახის საფარი დაიგო. სკვერი  სხვადასხვა სახის მცენარეებით გამწვანდა.  განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტუქტურა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.

„ჩვენი მიზანია, საბურთალოზე რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი არსებობდეს. წლების განმავლობაში, ეს ადგილი მოუწესრიგებელი იყო. ახლა კი, მოსახლეობა განახლებულ, კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მათი დაკვეთით პროექტი კომპანია შპს„გრინსერვის+“-მა განახორციელა. სკვერის რეაბილიტაციაზე 180 000 ლარი დაიხარჯა.

 

მსგავსი თემები