3 თვის კოვიდინფიცირებული ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება.

„ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის მშობლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, ინფიცირების წყაროზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მსგავსი თემები