“ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით, და ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი” – ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე გახსნა, სადაც კანდიდიატი ახალგაზრდებთან ერთად შეიკრიბებდა და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებს:

,,დღის ბოლოს, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდული სივრცე გავხსენით. შეხვედრების შემდეგ საღამოობით ახალგაზრდებთან ერთად  შევიკრიბებით და ერთად მოვახდენთ იდეების გენერირებას, ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი. ამ ქალაქს ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მონდომებული და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდები ჰყავს. გელოდებით ყველას ჩვენს ახალგაზრდულ სივრცეში რუსთაველის, N61-ში“ – წერს ჩიქოვანი ფეისბუქისოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი თემები