საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ  1 302 – ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.

მსგავსი თემები